Wednesday, January 3, 2018

Stalin's Lover – Stefania

Tengiz Simashvili

                                          Stalin's Lover – Stefania 

In a Historical archive Republic of Georgia I’ve retrieved seemingly ordinary document about Yosef Jughashvili - Stalin. (He was origin from Georgia – T.S.) It is a letter which is sent by Baku Gendarmerie Principal Division to Tbilisi on 26th of April 1910. In this letter speech is about sending Gendarmerie registration cards of Yosef Jughashvili and Stefanie Petrovskaya from Baku to Tiflisi (Tbilisi). (See Document)


Retrieving the document and its further analysis gave me quite interesting results. The issue is that there is a registration card of Baku Gendarmerie Principal Division kept in the archive of the Ministry of Internal Affairs of Georgia; this card was filled on the name of Yosef Jughashvili.
There are several photos of Yosef Jughashvili on the front side of the card – profile, full face and standing one. (See Document)


Herewith we have other data filled according to the paragraphs:
Age – 30-32
Birth year - December 1879 *(date is not mentioned, more preciously there is date outline, but incomplete. Covered by the photo; this is one of the first documents where Stalin’s birth year is mentioned by mistake 1879; he was born in 1878, 6 December -T. S.).
Height – 1 meter and 69 centimeters
Hair – color black, curling, thick
Body structure – thin
Beard and mustache - chestnut-colored, and etc.
On the second page of the registration card written as follows:
(See Document #3)
Nickname – Koba
First name, patronymic, last name – Jughashvili Yosef Besarion
Title – pheasant, Gori county of Tbilis province
Love connection – Petrovskaya
And there are other information too.

As I’ve mentioned above from the content of documents about Yosef Jughashvili listed above I continued searching in historical archive funds of Georgia.
Indeed, in a historical archive of Georgia, in one of the funds of Tbilisi Gendarmerie Principal Division I’ve found out a registration card filled on the name of Stefania Petrovskaya by Baku Gendarmerie Principal Division.
Like Yosef Jughashvili’s registration card, Stefania Petrovskaya’s registration card is filled on 30th of March 1910, too. Even more, according to the record of registration card, Stefania Petrovskaya was arrested on the same day 23rd of March 1910 in Baku, the same time when Yosef Jughashvili was arrested.
On the front page of Stefania Petrovskaya’s registration card is written:
“Age according to the appearance – 24 years old
Birth year – 13th of October 1885
Height – 1 meter and 61 centimeters
Hair – color beige, average thick
And etc. (See Document )



On the same page of the card there is a fingerprint print of Stefania Petrovskaya’s right hand.
On the second page of the registration card we read:
Nickname – (not filled – T.S.)
First name, patronymic, last name – Petrovskaya Stefania
Title – noblewoman, from Odessa
Father – Leonard
Mother, maiden surname – deceased
Marriage single
Love connection – Jughashvili
and other information.
(See Document )

The card is filled in Baku Gendarmerie Principal Division on 30th of March 1910.
Only small information is known for the public about the love affair of noblewoman Stefania and Yosef Jughashvili - Stalin. Her real photos was partly unknown, too; and it's I think one of the real photo of Stefania.
Yosef Jughashvili was arrested in Baku 1908 and exiled in Solvichegodsk. He met Stefania Petrovskaya there for the first time which was arrested for a revolutionary activity in Moscow 1907.
Yosef Jughashvili was escaped from the exile and returned back to Baku where he continued his revolutionary activity. At that time Stefania was released too and she went to Yosef Jughashvili in Baku. They started living together and they were arrested at the beginning of March 1910 together as well.
Different authors wrote about the love affair of Yosef Jughashvili and Stefania Petrovskaya, however, it was not known that Petrovskaya’s registration card was kept in historical archive of Georgia – in Tbilisi. 


 See movie Stalin's Lover – Stefania    here:

https://www.youtube.com/watch?v=CbOrF709thA&t=799s

სტალინის საყვარელი სტეფანია

A   A თენგიზ სიმაშვილი
სტალინის საყვარელი სტეფანია

წაკითხულ იქნა 26.02.2016 დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მესამე 
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, გორის სასწავლო უნივერიტეტი. 
დაიბეჭდა ამავე კონფერენციის მასალებში
     
   საქართველოს არქივებში ჩემს მიერ მოკვლეული მასალები გარკვეულწილად განსხვავდება და ავსებენ იოსებ ჯუღაშვილის(სტალინი) ბიოგრაფიას. გარკვეული ხნის წინ, საქართველოს საისტორიო არქივში მოვიძიე ერთი შეხედვით რიგითი, მცირე მოცულობის დოკუმენტი იოსებ ჯუღაშვილის შესახებ. ესაა წერილი, რომელსაც ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველო 1910 წლის 26 აპრილს აგზავნის თბილისში. მასში საუბარია ქალაქ ბაქოდან ჟანდარმერიის მიერ იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილისა და სტეფანია ლეანდრის ასულ პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათების თბილისში გადაგზავნაზე. [1] *(როგორც კვლევის პროცესში გაირკვა სტეფანიას მამას ერქვა ლეონარდი - ..)

    დოკუმენტის ანალიზმა საკმაოდ საინტერესო შედეგამდე მიმიყვანა. საქმე იმაშია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს კართოტეკის სარეგისტრაციო ბარათი, რომელიც შედგენილია იოსებ ჯუღაშვილზე. [2] მისი ტექსტური ანალიზიდან ჩანს, რომ საისტორიო არქივში მოძიებულ ზემოდასახელებულ დოკუმენტში სწორედ ეს სარეგისტრაციო ბარათია ნახსენები. Bუნებრივია, გაჩნდა კითხვა, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია იოსებ ჯუღაშვილზე ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ შედგენილი კართოტეკის სარეგისტრაციო ბარათი, შესაძლებელია საქართველოში არსებულ რომელიმე არქივში ყოფილიყო დაცული სტეფანია პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათიც. ამ უკანასკნელით ჩემი დაინტერესება გამოიწვია იოსებ ჯუღაშვილზე შედგენილი სარეგისტრაციო ბარათის შინაარსმა, რასაც ოდნავ ქვემოთ შევეხები.
      ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ, იოსებ ჯუღაშვილზე შედგენილი სარეგისტრაციო ბარათის წინა მხარეს დატანილია იოსებ ჯუღაშვილის სამი ფოტო გადაღებული - პროფილში, ანაფსში და სრულად. აქვეა პუნქტებად ჩაწერილი იოსებ ჯუღაშვილის ფიზიკური აღწერილობა და სხვა მონაცემები: ,,ასაკი გაეგნობის მიხედვით – 30-32: დაბადების წელი 1879 წელი, დეკემბერი; *(დღე არ წერია, უფრო ზუსტად არის რიცხვის მონახაზი, მაგრამ ის ფრაგმენტულია და დაფარულია ფოტოთი. ესაა ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი, სადაც სტალინის დაბადების წელი შეცდომით არის ჩაწერილი. საარქივო დოკუმენტების მიხედვით იოსებ ჯუღაშვილი დაიბადა 1878 წლის 6 დეკემბერს - ..) სიმაღლე - 1 მეტრი და 69 სანტიმეტრი; თმები - ფერი შავი, ტალღოვანი, ხშირი; აგებულებაგამხდარი; წვერი და ულვაშებიწაბლისფერი; ფორმათხელი; გამომეტყველებამხიარული; განსაკუთრებული ნიშნებინაყვავილარი; თავის ფორმაოვალური; შუბლის სიმაღლესაშუალო; წარბებიმორკალური; ყურის ფორმაოვალური; *(აქვე აღვნიშნავ, რომ ბარათის წინა მხარეზე ასევე დაკრულია მცირე ზომის ფურცელი ქართული ნაბეჭდი წარწერით - ,,სოსო ჯუღაშვილი(სტალინ)”. ჩემი აზრით, იგი საბჭოთა პერიოდში არის ბარათზე დაწებებული. ჯერ ერთი, ქართულ ენაზე საქმის წარმოება რუსეთის იმპერიაში არ ხდებოდა.Aმეორეც, ამ სახის წარწერებს აკეთებდნენ 1920-იან წლებში .. ,,რევოლუციის მუზეუმის’’ თანამშრომლები. როგორც ჩანს, 1921 წლიდან, წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტი გარკვეული დროის განმავლობაში ,,რევოლუციის მუზეუმში’’ იყო დაცული, რასაც ადასტურებს შესაბამისი შტამპი ნაბეჭდი წარწერით ,,რევოლუციის მუზეუმი” - ..)
    
ზემომოყვანილ ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს კართოტეკის სარეგისტრაციო ბარათის წინა მხარეზე დატანილია იოსებ ჯუღაშვილის მარჯვენა ხელის თითების დაქტილოსკოპიური ანაბეჭდები.
     ამ სარეგისტრაციო ბარათის მეორე გვერდზე წერია: მეტსახელიკობა; სახელი, მამის სახელი, გვარიჯუგაშვილი იოსებ ბესარიონის ძე; წოდებაგლეხი; დაბადების ადგილიგორის მაზრის, თბილისის გუბერნია; მამაბესარიონი; დედაეკატერინე გელაძე; ცოცხლები არიან თუ არადედა ცოცხალია; ქორწინებაუცოლო; სასიყვარულო კავშირებიპეტროვსკაია; ძმები, დები და სხვა ცნობილი ნათესავებიარა; სარწმუნოებამართლმადიდებელი; სად მიიღო განათლებაგორის სასულიერო სასწავლებელში; სწავლობდა  თბილისის სასულიერო სემინარიაში; პროფესიასახლის მასწავლებელი; ბოლო საცხოვრებელი ადგილიბაქო; როდის, სად და რა საქმეზეა დაკავებული – 23 მარტს 1910 წელს ბაქოში; რა საქმეზე იყო ადრე დაკავებული – 1908 წელს ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ; ადრე ხომ იქნა ფოტოგრაფირებული, გაუკეთდა ანთრპომეტრია, აუღეს დაქტილოსკოპიური ანაბეჭდებიფოტოგრაფირებულ იქნა ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ 1908 წელს; მხრებისაშუალო; კისერიგრძელი;
     განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ ამ ჩამონათვალში დოკუმენტს დაწებებული ქაღალდით დაფარულია შემდეგი პუნქტები: ხელებისიდიდე ... …; ხელის ჭერის ჩვევა ...; ფეხის ტერფებიზომა (# ფეხის) ... ; ფეხის განსაკუთრებული ფორმები ...; სხეულის ჭერის მანერა  ...;  სიარულის მანერა ...; განსაკუთრებული ნიშნებიჟესტიკულაცია, გრიმასა, მიმიკა ...; მშობლიური ენა ... ; საზღვარგარეთული აქცენტი ... ; გამოთქმა ... ; კილოკავი“.

    კვლევის ამ ეტაპზე გაურკვეველია, თუ რატომ არის დაწებებული ქაღალდი ბარათის ამ ადგილას. კერძოდაღნიშნული სარეგისტრაციო ბარათი დაზიანდა, გაიხა და ასე უხეშად ამიტომ დააწებეს, თუ სხვა მიზნით. ეს კითხვები გაჩნდა, რადგან ბარათზე დაფარულია ზუსტად ის პუნქტები, სადაც იოსებ ჯუღაშვილისსტალინის სხეულის აგებულება-თავისებურებების შესახებ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციები უნდა ყოფილიყო ჩაწერილი. პირველ რიგში ვგულისხმობ ცნობილ ინფორმაციას იოსებ ჯუღაშვილის მარცხენა ფეხის ორი თითის შეზრდის შესახებ.
      ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს კართოტეკის ზემოაღნიშნული სარეგისტრაციო ბარათის მეორე გვერდის ბოლოს, დატანილია ასევე იოსებ ჯუღაშვილის მარცხენა ხელის თითების დაქტილოსკოპიური ანაბეჭდებიც. აქვე მითითებულია ბარათის შევსების ადგილი და დრო - ,,ქალაქი ბაქო, ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველო, 30 მარტი 1910 წელი“. დოკუმენტს ხელს აწერს მისი შემდგენელი - ,,ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს თანაშემწე პორუჩიკი პოდოლსკი’’.
    ზემომოყვანილი დოკუმენტების შინაარსიდან გამომდინარე გავაგრძელე კვლევა და საქართველოს საისტორიო არქივში, თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ფონდში მივაგენი, ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ სტეფანია პეტროვსკაიას სახელზე შედგენილ კართოტეკის სარეგისტრაციო ბარათს. [3]
    სტეფანია პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათიც იოსებ ჯუღაშვილის სარეგისტრაციო ბარათის მსგავსად შედგენილია 1910 წლის 30 მარტს. უფრო მეტიც, სარეგისტრაციო ბარათის ჩანაწერის მიხედვით სტეფანია პეტროვსკაია ბაქოში 1910 წლის 23 მარტს, ანუ იმავე დღეს დაუპატიმრებიათ, როდესაც იოსებ ჯუღაშვილიც დააპატიმრეს.
     სტეფანია პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათის წინა გვერდზე წერია: ,,ასაკი გარეგნობის მიხედვით – 24 წლის; დაბადების წელი - 1885 წელი, 13 ოქტომბერი; სიმაღლე - 1 მეტრი და 61 სანტიმეტრი; თმები - ფერი ჩალისფერი, საშუალო სიხშირის; აგებულებასუსტი; გამომეტყველებასერიოზული; თავის ფორმაოვალური; შუბლის სიმაღლეპატარა; წარბებიჩალისფერი; თვალების ფერიმწვანე; ყურის ფორმაოვალური; ცხვირის სიგრძესაშუალო; ბარათის ამავე გვერდზე არის სტეფანია პეტროვსკაიას მარჯვენა ხელის თითების დაქტილოსკოპიური ანაბეჭდები.

     სარეგისტრაციო ბარათის მეორე გვერდზე ვკითხულობთ:
მეტსახელი – (არაა შევსებული - ..); სახელი, მამის სახელი, გვარიპეტროვსკაია შტეფანია; წოდებათავადი, ოდესიდან; მამალეონარდ; დედაგარდაცვლილია; ქორწინებაგასათხოვარი; სასიყვარულო კავშირებიჯუღაშვილი; ძმები, დები და სხვა ცნობილი ნათესავებივიაჩესლავი, ლეონიდი, ალექსეი; *(ჩანს მისი ძმები იყვნენ - ..) სარწმუნოებამართლმადიდებელი; სად მიიღო განათლებაოდესა მარინსკის საერო გიმნაზია; პროფესიასახლის მასწავლებელიბოლო საცხოვრებელი ადგილიბაქო; როდის, სად და რა საქმეზეა დაკავებული – 23 მარტს 1910 წელს ბაქოში; რა საქმეზე იყო ადრე დაკავებული – 1907 წელს მოსკოვის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ; მხრებისაშუალო; კისერიგრძელი; ხელებისიდიდე - (არაა შევსებული - ..); ხელის ჭერის ჩვევა - (არაა შევსებული - ..); ფეხის ტარფებიზომა (# ფეხის) #4;  ფეხის განსაკუთრებული ფორმები – (არაა შევსებული - ..);  სხეულის ჭერის მანერა -(არაა შევსებული - ..);  სიარულის მანერა - (არაა შევსებული - ..);განსაკუთრებულობებიჟესტიკულაცია, გრიმასა, მიმიკა - (არაა შევსებული - ..); მშობლიური ენა: რუსული; საზღვარგარეთული აქცენტი - (არაა შევსებული - ..); 
,,ქალაქი ბაქო, ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველო, 30 მარტი 1910 წელი“. დოკუმენტს ხელს აწერს მისი შემდგენელი - ,,ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს თანაშემწე პორუჩიკი პოდოლსკი’’.

      როგორც ცნობილია, იოსებ ჯუღაშვილის ირგვლივ მუდამ ტრიალებდნენ ქალები. სხვა საკითხია თუ როგორი მმართველი იყო სტალინი, მაგრამ იგი, როგორც ძლიერი პიროვნება ქალებს საკმაოდ აინტერესებდათ.
     თავადის ასულ სტეფანიას და სტალინის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი. უცნობი იყო მისი ნამდვილი ფოტოც. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ სტეფანია პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათს, იოსებ ჯუღაშვილის სარეგისტრაციო ბარათისგან განსხვავებით აკლია პეტროვსკაიას პროფილში და ანაფსში გადაღებული ფოტოები. ბარათზე დატოვებულია მხოლოდ პეტროვსკაიას სრულად გადაღებული ფოტო. ჩანს რომ იგი მიმზიდველი გარეგნობის ქალბატონი ყოფილა.
     სტალინის და პეტროვსკაიას ურთიერთობა დაიწყო 1909 წელს. საქმე იმაშია, რომ სტალინი 1908 წლის მარტში ბაქოში დააპატიმრეს და სოლვიჩეგოდსკში გადაასახლეს. სწორედ იქ შეხვდა პირველად სტეფანია პეტროვსკაიას, რომელიც 1907 წელს მოსკოვში რევოლუციური საქმიანობისთვის იქნა დააპატიმრებული და შემდეგ სოლვიჩეგოდსკში გადასახლებული.
    ამ გადასახლებიდან სტალინი გაიქცა და დაბრუნდა ბაქოში, სადაც რევოლუციური საქმიანობა გააგრძელა. ამავე ხანებში სტეფანია პეტროვსკაიაც გათავისუფლდა და არც მოსკოვში და ან ოდესაში კი არ დაბრუნდა, არამედ იგი მისთვის უცნობ ბაქოში სტალინთან ჩავიდა, სადაც მათ ერთად დაიწყეს ცხოვრება. როგორც ზემოთ მოყვანილი დოკუმენტიდანაც ჩანს, ისინი 1910 წლის მარტის დასაწყისში ერთადვე დააპატიმრეს. სტალინის და პეტროვსკაიას სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ გამოქვეყნებული სხვა მასალებიდან ჩანს, რომ ისინი დაკითხვებისას ერთმანეთთან ურთიერთობის შესახებ თითქმის არაფერს მალავდნენ. პეტროვსკაია პირდაპირ აცხადებდა - სასიყვარულო ინტიმური  კავშირი მაქვს ჯუღაშვილთანო. სტალინი თავდაპირველად უარყოფდა მასთან ახლო ურთიერთობას და ამბობდა - `მე მას გადასახლებიდან ვიცნობო~. დაპატიმრებული სტალინი, უკვე რამოდენიმე ხნის შემდეგ, კერძოდ 1910 წლის ივნისში ბაქოს ქალაქის თავს სტეფანიაზე ოფიციალურად დაქორწინების ნებართვას სთხოვდა. მეტიც, მას ერთ-ერთ განცხადებაში თავის მეუღლედაც მოიხსენიებდა. სტალინს სტეფანიაზე ქორწინების ნებარათვა კი მისცეს, მაგრამ ისევ გადასახლეს, რაც მათი საბოლოდ დაშორების  მიზეზი გახდა. [4]
    სტეფანია პეტროვსკაიას და სტალინის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ავტორებთანაც ვხვდებით, თუმცა უცნობი იყო, რომ პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათი საქართველოს საისტორიო არქივშითბილისში იყო შემონახული.

D დაინტერესებულ მკითხველს, სტატიაში მოყვანილი მასალები შეუძლია ნახოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში - ,,სტალინის საყვარელი სტეფანია”: 


გამოყენებული მასალები და ლიტერატურა
1.    საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 94, აღწერა 1, საქმე 300, გვერდი 43
2.   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, სამუზეუმო ფონდი, დაცული დოკუმენტი
3.    საქართველოს საიტორიო ცენტრალური არქივი ფონდი 156, აღწერა 3, საქმე 3755

4. А. Островский, Кто стоял за спиной Сталина? Москва, 2004; С. Турченко, Тюремная невеста Сталина,  Рабочая газета, 25, 04, 2008; Simon Sebag Montefiore, Young Stalin, New York, 2007