იოსებ ჯუღაშვილი(სტალინი)
და ტერორი
თენგიზ სიმაშვილი
http://wEuropean Researcher, 2014, Vol.(80), № 8-1
1448
Copyright © 2014 by Academic Publishing House Researcher
Published in the Russian Federation
European Researcher
Has been issued since 2010.
ISSN 2219-8229
E-ISSN 2224-0136
Vol. 80, No. 8-1, pp. 1448-1452, 2014
DOI: 10.13187/issn.2219-8229
www.erjournal.ruww.erjournal.ru/journals_n/1409162257.pdf
ანოტაცია: იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი(სტალინი) დაიბადა და
თავისი ცხოვრების გარკვეული ნაწილი გაატარა საქართველოში. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ფონდებში არსებული დღემდე გამოუქვეყნებელი მასალები და დოკუმენტები ახლებურად ხსნიან და გვიჩვენებენ, არა მარტო 1905-1907 წლების რევოლუციაში მონაწილე პარტიების საქმიანობას,
არამედ იოსებ ჯუღაშვილის(სტალინი)
რევოლუციურ საქმიანობას და მოღვაწეობას. აღნიშნულ დოკუმენტებში დადასტურებულია სხვადასხვა პარტიების, მათ შორის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორივე ფრთის - ბოლშევიკების და მენშევიკების მიერ მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ, ბრძოლის ტერორისტული მეთოდების და ხერხების აქტიური გამოყენება. ამასთან, ჩვენს მიერ მოძიებული დღემდე გამოუქვეყნებელი
საარქივო დოკუმენტების მიხედვით იოსებ ჯუღაშვილი(სტალინი) ახალგაზრდობის წლებში საქართველოში
ცხოვრებისას აქტიურად იყო ჩართული სოციალ-დემოკრატიული პარტიის-ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების
წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის, ტერორისტული და ექსპროპრიაციული საქმიანობის ორგანიზებაში.
საკვანძო
სიტყვები: სტალინი, რევოლუცია, ტერორი, ,,წითელი რაზმები“
კვლევის მეთოდები: სტატიის წერისას ქრონოლოგიურ-პრობლემური მეთოდის მეშვეობით მოვახდინეთ 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში
აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე ქრონოლოგიური მოვლენების შიგნით არსებული პრობლემების
სიღრმისეული შესწავლა. ისტორიულ-შედარებითი მეთოდით კი მოვახდინეთ იოსებ ჯუღაშვილის(სტალინი)
ცხოვრების შესახებ არსებული ინფორმაციის განსაზღვრა შედარებითი ანალიზის გამოყენებით. ამასთან შედარებითი(კომპერატიული)
მეთოდის და სისტემური მეთოდის მეშვეობით მოვახდინეთ ი. ჯუღაშვილის მიერ განხორციელებული
რევოლუციური საქმიანობის, სხვადასხვა ქმედებების დროში შედარება. კვლევის პროცესში
არქივებში მოპოვებული მასალისაგან ავაგეთ ი. ჯუღაშვილის რევოლუციური საქმიანობიდან
გამომდინარე ბოლშევიკების მიერ აღმოსავლეთ საქართველოში განხორციელებული ქმედებების
ზოგადი მოდელი - ხელმძღვანელობა და მეთაურობა ,,წითელი რაზმების“. მასში სტატიაში აისახა
ისტორიის გარკვეულ ეტაპზე(1905-1907) აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე რევოლუციური
მოძრაობის თანმდევი რეალური პროცესები, რომლებიც გამყარებულია ისტორიული ფაქტებით.
შესავალი: პოსტსაბჭოთა სივრცეში და საქართველოში აუცილებელია სტალინის
ცხოვრების და მოღვაწეობის ობიექტური შესწავლა. ამასთან სტალინის რევოლუციური საქმიანობის
და რეალური ცხოვრების შესახებ სამეცნიერო კვლევის ჩატარებას აძნელებს სტალინის პიროვნებისადმი
ქართველი მოსახლეობის, მათ შორის ინტელიგენციის ერთი ნაწილის არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა
- მოსახლეობის ნაწილის აზრით იგი დადებითად ხასიათდება, მეორე ნაწილი კი სტალინის მოღვაწეობისადმი
უკუდურესად ნეგატიურადაა განწყობილი. საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და გარდამავალ
ეტაპზე ქართულ საზოგადოებას სჭირდება არა გაყალბებული, არამედ რეალური ისტორიის ცოდნა,
რომ არ მოხდეს ტოტალიტარული რეჟიმის დროს დაშვებული შეცდომების გამეორება.
შინაარსი: სტალინის ბიოგრაფიის, რეალური ცხოვრების შესახებ
მასალები დღეს შემორჩენილია არქივებში, სხვადსხვა დოკუმენტების და რევოლუციონერების
დღემდე გამოუქვეყნებელი მოგონებების სახით. მაგალითად, ცნობილი ბოლშევიკი ალექსანდრე(საშა)
ობოლაძე 1922 წლის 13 ოქტომბერს, წერდა, რომ ,,იმის გამო, რომ ჩვენი ფრაქცია მაშინ
მენშევიკებთან ერთად მუშაობდა, მე არ დავემორჩილე განიარაღებას და ცალკე ჯგუფი შევქმენი
... ჯგუფს გააჩნდა საკუთარი სტამბა და ჰყავდა თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული 60 კაცი.
ჩვენს ჯგუფში მუშაობდა ამხანაგი დათო ჭიაბეროვი. თვითონ კობა - სტალინი გვიჭერდა მხარს.
ერთ-ერთ კონფერენციაზე მან შეიტანა რეზოლუცია ჩვენი უკან მიღების შესახებ.” [შინაგან
საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი),
ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 704, გვერდი 1-3]
სხვა
ცნობილი ბოლშევიკი ტერორისტ-ექსპროპრიატორის, 1907 წლის ივნისში ერევნის მოედნიდან
250 000 მანეთის ერთ-ერთი ექსპროპრიატორის ბაჭუა (სამუელ) კუპრაშვილის დღემდე გამოუქვეყნებელი
მოგონებების მიხედვით: ,,სტალინის ინიციატივითა და განკარგულებით 1906 წლის პირველ
ნახევარში კავკასიის ბოლშევიკთა ბიუროსთან შექმნილ იქნა ბოლშევიკური ,,სამხედრო ჯგუფი”
(ბოევაია დრუჟინა) რომელსაც დაევალა: აჯანყების შემდეგ ხალხში გაფანტული იარაღის მოკრება
და მოვლა, ქალაქად და სოფლად იარაღქვეშ გავარდნილი ხალხის პატრონობა, მათ პარტიზანულ
მოქმედებაში რევოლუციონური ბოლშევიკური სისტემის შეტანა, მათგან საუკეთესოების გამორჩევა
და ბოლშევიკურ ორგანიზაციებთან დაკავშირება.” და ,,ციხეებში დაპატიმრებული ბოლშევიკების
გამოქცევის მოწყობა, იარაღის გატაცება, სახაზინო ფულის ექსპროპრიაცია და სხვა”. [შინაგან
საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი),
ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 25, გვერდი 52]
ჩვენს
მიერ მოძიებული მასალებიდან, ირკვევა, რომ სტალინი შეიარაღებული აჯანყების მომხრე იყო.
[შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების
არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 310, გვერდი 307] იგი პროვინციებში ტერორისტული ორგანიზაციების ჩამოყალიბების,
რევოლუციური აგიტაციის წარმოების მიზნით 1906 წლის იანვარში ჩასულა აღმოსავლეთ საქართველოში,
კერძოდ კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში. საქმე იმაშია, რომ აღმოსავლთ საქართველოში
1906-1913 წლებში აქტიურად მოქმედებდნენ ე.წ. ,,წითელი რაზმები“, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა რევოლუციური პარტიის მათ შორის, სოციალ-დემოკრატების
გავლენის ქვეშ და აქტიურად ეწეოდნენ ტერორისტულ და ექსპროპრიაციულ საქმიანობას. კახეთში
მოქმედი ცნობილი ,,წითელ რაზმელები“ იყვნენ: ხარება ჯიბუტი, გოგია კენკიშვილი, სოლკა
ბიწკინაშვილი, აქვსენტი სიდამონიძე, ზალიკო სვიმონიშვილი, გიორგი ბერძენიშვილი(,,ჟორჟიკა“),
გიორგი მახნიაშვილი(,,უტრუხუნე“), ვანო მაისურაძე(,,ტუrა“), კოტე გურგენიშვილი და სხვები.
საბჭოთა პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში - კახეთში მოქმედი ტერორისტების, და ,,წითელი
რაზმების“ საქმიანობის შესწავლა არ ხდებოდა. მეტიც, აკრძალული იყო არქივებში არსებულ
დოკუმენტებზე მუშაობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიული არქივის ფონდებში არსებული, ძველი რევოლუციონერების
მოგონებებში, რომელიც ეხება
ქალაქ თელავში იოსებ ჯუღაშვილის(სტალინი) ჩასვლას,
აღნიშნულია, რომ იგი ,,1906 წლის გაზაფხულზე თელავში ხშირად თუშ ხარება ჯიბუტთან, სოლკა
ბიწკინაშვილთან ერთად დადიოდა თელავის მაზრის სხვადასხვა სოფლებში სადაც იწვევდნენ
გლეხთა კრებებს და მიტინგებს... ამხანაგ ,,კობას’’(სტალინის მეტსახელი) ხელმძღვანელობით
თავადაზნაურთა შავი რაზმის წინააღმდეგ შესდგა ,,წითელი რაზმის“ თელავში. რაზმის ხელმძღვანელებად
გამოყოფილ იქნენ ხარება ჯიბუტი, სოლკა ბიწკინაშვილი, აქვსენტი სიდმონიძე და სხვები“.
[შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების
არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 17, გვერდი 41]
აღნიშნული
ინფორმაციის მნიშვნელობა იმითაა განპირობებული, რომ ზემოდასახლებული პირები კახეთში
მოქმედი ,,წითელი რაზმების“ აქტიური წევრები იყვნენ და დღემდე მათ კავშირზე სტალინთან
ცნობილი არ იყო.
ახლად
მოძიებული საარქივო მასალებით ასევე დასტურდება სტალინის ხელმძღვანელი როლი თბილისის
გუბერნიის ,,წითელი რაზმელების” საქმიანობის წარმართვაში, ჯერ კიდევ 1905 წლის ოქტომბერში:
,,ოქტომბრის დამლევს ამხანაგ სტალინის დავალებით მოხდა თბილისის გუბერნიის ყველა წითელი
რაზმების გაერთიანება, სადაც არჩეულ იქნა შტაბი. ამ შტაბს დაერქვა ქართლ-კახეთის გაერთიანებული
წითელ რაზმელთა შტაბი. ამ შტაბის უფროსად ხელმეორედ არჩეულ იქნა ამხ. ვანო ალიხანაშვილი(ვანო
გურული, ხუნხუზა), შტაბში თელავის მაზრიდან შეყვანილ იქნენ აქვსენტი სიდამონიძე და
სანდრო ყავლაშვილი, გორის მაზრიდან ვანო ქრისტესიაშვილი და გიორგი მაჩაბელი, სიღნაღის
მაზრიდან ნიკო ქადაგიშვილი, დუშეთის მაზრიდან ილიკო იმერლიშვილი”. [შინაგან საქმეთა
სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი
8, აღწერა 2-I, საქმე 11, გვერდი 97-100]
დოკუმენტებიდან
ჩანს, რომ სტალინი აქტიურად იყო ჩართული იმ დროს მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის
გამართული დისკუსიაში - უნდა გაეგრძელებინათ თუ არა შეიარაღებული ბრძოლა ხელისუფლების
წინააღმდეგ, თუ დაეშალათ ,,წითელი რაზმები“.
1906 წლის დასაწყისში კახეთში მენშევიკების მხრიდან წარმომადგენლად გაგზავნილი
იყო ცნობილი მენშევიკი ისიდორე რამიშვილი, ხოლო ბოლშევიკებიდან, როგორც ირკვევა იოსებ
ჯუღაშვილი(სტალინი).
სტალინი და ისიდორე რამიშვილი 1906 წლის იანვარში ორგანიზებას უკეთებდნენ
,,წითელ რაზმელების“ შეკრებებს. კახეთში მოღვაწე რევოლუციონერის კოტე გურგენიშვილის
მოგონებებით, 1906 წლის 6 იანვარს ველისციხეში გამართულა ,,მენშევიკური კონფერენცია“.
მასზე განუხილიათ ი. რამიშვილის და ი. ჯუღაშვილის რეზოლუციები, ანუ გაეგრძელებინათ
თუ არა შეიარაღებული ბრძოლა. ამ კონფერენციას უნდა დასწრებოდა ტიმერფორსის კონფერენციიდან
დაბრუნებული სტალინი, მაგრამ დაპატიმრების შიშის გამო იგი კონფერენციას არ დაესწრო,
კონფერენციის გამართვის ადგილთან ახლოს მდებარე სოფელში გადასულა და იქიდან გაუგზავნია შესაბამისი
გადაწყვეტილების - რეზოლუციის ტექსტი, სადაც საუბარი იყო შეიარაღებული ბრძოლის გაგრძელებაზე
ხელისუფლების წინააღმდეგ. კონფერენციაზე არ გაუზიარებიათ ი. რამიშვილის მოსაზრება და
მის მონაწილეებს გადაუწყვეტით შეიარაღებული ბრძოლის გაგრძელება.
კ. გურგენიშვილი
წერს, რომ ამის შემდეგ: ,,წითელი რაზმელების თანხლებით 12 იანვარს ამხანაგ სტალინის
ხელმღვანელობით სოფელ საგარეჯოში მოეწყო ქართლ-კახეთის წითელ რაზმელთა სამხედრო შტაბის
თათბირი.“ [შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული
ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2-I, საქმე 11, გვერდი 97-100] თათბირზე გადაუწყვეტიათ
თავდასხმების განხორციელება ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ექსპროპრიაციების წარმოება.
ამ თათბირზე, 1905-1907 წლებში კახეთში ,,მოღვაწე” რევოლუციონერ ტერორისტი ვანო მაისურაძე
სიტყვებით კვლავ განუხილიათ ,,ორი წინადადება:
1) კობასი(ი. ჯუღაშვილი) - ,,შეიარაღებულ აჯანყება“, 2) ისიდორე რამიშვილის - მოცდა
და თავის შეკავება შეიარაღებულ აჯანყებაზე. ამ თათბირზე კვლავ სტალინის წინადადებას
გაუმარჯვია. [შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის
II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 6, საქმე
309, ვანო მაისურაძე, მოგონებები, გამოუცემელი ხელნაწერი, გვერდი 51) სხვა დოკუმენტის
მიხედვით ამ თათბირს დასწრებიან - საშა ობოლაძე, არკადი ელბაქიძე, კამო(ტერ-პეტროსიანი)
ილიკო იმერლიშვილი, ვასო ფარეშიშვილი, რომან თარაშვილი და სხვები.
კახეთში მოქმედი სოციალ-დემოკრატი ტერორისტები სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან
გამომდინარე აქტიურად იწყებენ ტერორისტული აქტების და ექსპროპრიაციების ჩადენას. ვ.
მაისურაძე წერს, რომ: ,,…...გადავწყვიტეთ ... თავს დავსხმოდით სახელმწიფო ფოსტებს
– ზოგმა წინანდალში მოაწყო. ჩვენ კი კაჭრეთის ბოლოზე ორჯელ ზედიზედ გავტეხეთ ფოსტა
(იქ იმ მოსაზრებით, რომ მახლობელი სოფლები ჩაგვეთრივნა რევოლუციაში, ძველ რეჟიმს ემხრობოდნენ.
ჩვენს რაიონს ვუფრთხილდებოდით რეპრესიების გამო). – ფოსტაზე თავდასხმაში მონაწილენი
იყვნენ: 1. გარეკახეთიდან ალიხანაშვილი ვანო; 2. მაისურაძე ვანო ,,ტურა”; 3. გარედან
ლორთქიფანიძე კოლია; 4. სერგია ქორიძე; 5. არტო მიქელოვი; 6. იმერლიშვილი ილიკო(მცხეთელი;)
7. ჟღენტი, ჯაში; 8. ძმები მამაცაშვილები ვასო, გარსო და გრიშა...“ [შინაგან საქმეთა
სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი
93, აღწერა 2, საქმე 554, გვერდი 10]
დასახელებული
პირების ჩამონათვლი ჩვენ შეგნებულად დავტოვეთ რადგან მათგან ჩვენთვის საინტერესოა ილიკო
იმერლიშვილის პიროვნება. საქმე იმაშია, რომ იგი ილიკო იმერლიშვილი უშუალოდ იყო დაკავშირებული
სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის კომიტეტთან. [შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის
II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 855, გვ. 2] ) და მოქმედებდა
ასევე დუშეთის რაიონში. ამ რაიონში მცხოვრები ძველი რევოლუციონერების მიერ 1933 წლის
7 იანვარს დუშეთის მაზრაში ,,სოციალ-დემოკრატილი ორგანიზაციიდან (1902 წელი) ცენტრიდან
მივლინებული რევოლუციონერების სიაში“ დასახელებული არიან: ,,1. იოსებ სტალინი; 2. ფილიპე
მახარაძე; 3. მიშა კლიმიაშვილი; 4. მიშა დავიდოვი; 5. ვასო ცაბაძე. ამავე დოკუმენტში
დასტურდება ილიკო იმერლიშვილის დუშეთის მაზრაში მოქმედი ,,წითელი რაზმის“ უფროსობა.
[შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების
არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 1111, გვერდი 3; 5] სხვა დოკუმენტში კი ნათქვამია,
რომ საგურამოს რაიონში ილიკო იმერლიშვილი მეთაურობდა ,,წითელ რაზმს“ და მისი მოადგილე
იყო ვასო ფარეშიშვილი. [შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი
პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 1116, გვერდი 4]
1914 წლის 13 იანვარს თბილისში პოლიცია ილიკო
იმერლიშვილს და მის თანამებრძოლ ვასილ ფარსიშვილს თავს დაესხა. ამ დროს ისინი ნინა
მაისურაძის ბინაში იმყოფებოდნენ. ჩვენს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
არქივში მოძიებულ იქნა ნინა მაისურაძის ბიოგრაფია. საინტერესოა, რომ ამ დოკუმენტის
ბოლოში არის მინაწერი - ,,სადგური მცხეთა, აზნეფტი, მათიაშვილი. გამოიძახეთ ნინა გიორგის
ასული მაისურაძე“. გამოძახების მიზეზი სავარაუდოდ იყო აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი.
[შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების
არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 553])
დოკუმენტის
მიხედვით ნინა მაისურაძე და მისი მეუღლე გიორგი მაისურაძე, იგივე გიგოლა კალო(ა)ვიშვილი
იყვნენ რევოლუციონერები და საკმაოდ კარგად იცნობდნენ კობა ჯუღაშვილს, იგივე სტალინს
- ,,ჩემმა ქმარმა დაიწყო რევოლუციური მუშაობა 1905 წელს. 1905, 1906, 1907 წლებში დაკავშირებული
იყო ვანო სტურუასთან, ილია იმერლიშვილთან(მუშა ტიპოგრაფიიდან), ვასილ ფარეშიშვილთან,
ჩუგუაშვილი, ვალიკო გურული, ზალიკო სვიმონიშვილი - იგივე კახელი, ჯუღაშვილი კობა, გორელი
ჩიტო.“ ამ პირებიდან - ილია(ილიკო იმერლიშვილი,
ვალიკო გურული, გორელი ჩიტო, ჩუგუაშვილი სხვადასხვა დოკუმენტების მიხედვით ერთად იღებდნენ
მონაწილეობას ტერორისტული ხასიათის შეიარაღებულ თავდასხმებში და იყვნენ ილიკო იმერლიშვილის
დაჯგუფების წევრები.
დოკუმენტში
მითითებულია, რომ კობა ჯუღაშვილი რამოდენიმეჯერ იყო ნინა მაისურაძის ოჯახის სტუმარი
- ,,მცხეთაში ჩვენთან ორჯელ იყო ჯუღაშვილი კობა. ის მოდიოდა ქმართან - აძლევდა მას
დავალებებს - შეეკრიბა გლეხები, რომლებიც თანაუგრძნობდნენ რევოლუციურ მოძრაობას. ღამით
ამხანაგი კობა მოდიოდა ამ შეკრებებზე, შემდეგ ლაპარაკობდა გლეხებთან, ღამის გასათევად
მიდიოდა ტყეში ... მოდიოდა ის ღამით ქმართან ერთად, ისაუზმებდა და მიდიოდა შეკრებაზე
... ეს იყო ერთხელ 1907 წლის ზაფხულში და 1907 წლის შემოდგომაზე.“
როგორც
ჩანს კობა ჯუღაშვილი კარგად იცნობდა ნინა მაისურაძის ოჯახს, რადგან ეს უკანასკნელი
წერს: ,,1908 წელს ჩვენ გადავედით ყვირილის ქუჩაზე #12, სადაც სარდაფში ვცხოვრობდით.
აქ 1908 წლის შემოდგომაზე ქმარმა ჯუღაშვილი თავისთან ერთად ორჯელ მოიყვანა. მოდიოდნენ
საღამოთი მე მათ ვასაუზმებდი და მიდიოდნენ. მათთან ერთად არავინ მოდიოდა. ამ დროს ქმარი
უკვე სახლში აღარ ცხოვრობდა, ის იმალებოდა და კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ მოდიოდა
სახლში“.
ამავე
დოკუმენტის მიხედვით ნინა მაისურაძე ესწრებოდა რევოლუციონერთა კრებას, სადაც თათბირობდნენ
ექსპროპრიაციული აქტის ორგანიზებაზე: ,,1913 წელს ზამთარში, ჩვენს ბინაში იმერლიშვილის
მხრიდან შეიკრიბა იატაკქვეშა კრება იმერლიშვილის ბავშვის ნათლობის სახით. ამ შეკრებაზე
იყო ამხანაგი კობა ჯუღაშვილი, მოვიდა ქართულ ქუდში, ახლალუხში და ზემოდან პალტოთი.
მე მოვუმზადე მათ სადილი, ვახშამი. ისინი იყვნენ ბინაში მთელი დღე, და გაათენეს ყველა
15 კაცმა ჩემს ბინაში შეკრების დამთავრებამდე. დილით ადრევე ისაუზმეს და დაიშალნენ
სათითაოდ. ამ დღეს ვარლამ გურულმა - რევოლუციური ორგანზაციის წევრმა წაიყვანა ჩემი
შვილი პეტრე თავისთან ფოსტაში, რომ ეჩვენებინა, ის მიდიოდა საქმეზე 10 წლის ბავშვთან
ერთად და დაემალა თავისი ნამდვილი მიზანი.
საღამოთი
იმერლიშვილი, ფარეშიშვილი, გედევანიშვილი(ილიკო იმერლშვილის რაზმის წევრი) და სხვები
მოვოდნენ ჩვენთან და მოგიყვნენ, რომ მოხდა თავდასხმა ფოსტაზე(მდებარეობდა ალექსანდრეს
ბაღის წინ) და თავდასხმისას სროლაში დაიხოცნენ ვარლამ გურული და ზალიკო სვიმონიშვილი,
რომლებიც იყვნენ იატაკქვეშა კრებაზე იმ 15 კაცს შორის ჩვენს ბინაში.“
საინტერესოა
რომ საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის ფონდებში
არის მასალები ტერორისტ ზალიკო სვიმონიშვილის პოლიციის მიერ მოკვლის შესახებ. დოკუმენტებიდან
ჩანს, რომ პოლიციის ინფორმაციით ტერორისტ ზალიკო სვიმონიშვილთან ერთად იმყოფებოდა ტერორისტი
გიორგი ბერძენიშვილი. [საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი,
ფონდი 17, აღწერა 1, საქმე 7915, გვერდი 3] გიორგი ბერძენიშვილი, მეტსახელად ,,ჟორჟიკა“
წარმოშობით იყო თელავის მაზრის სოფელ იყალთოში, რომელიც მდებარეობს იმ დასახლებულ პუნქტებთან
სადაც იოსებ ჯუღაშვილს უხდებოდა 1906 წლის იანვრის პირველ ნახევარში ცხოვრება და რევოლუციური
მოღვაწეობა. საქმე იმაშია, რომ 1906 წლის იანვრის მეორე ნახევარში ი. ჯუღაშვილი კახეთიდან
თბილისში დაბრუნდა და ერთ-ერთ კონსპირაციულ
ბინაში ყოფნისას 28 იანვარს იგი კინაღამ არ დააპატიმრეს. იოსებ ჯუღაშვილს თან აღმოაჩნდა
პასპორტი გიორგი ბერძენიშვილის სახელზე. შესაბამისად სავარაუდოა, რომ მან ეს ყალბი
პასპორტი მიიღო კახეთში ყოფნის დროს ტერორისტ გიორგი ბერძენიშვილისაგან.
დასკვნები:
1.
ზემოთ
მოყვანილი დოკუმენტების შინაარსი მრავლისმეტყველია, ისინი ერთის მხრივ გვიჩვენებენ,
რომ სოციალ-დემოკრტიული პარტიის ბოლშევიკების ტერორისტები, და იოსებ ჯუღაშვილი(სტალინი)
დაახლოებული პირები იყვნენ;
2.
დასტურდება
იოსებ ჯუღაშვილის კავშირი აღმოსავლეთ საქართველოში - კერძოდ კახეთის რეგიონში მოქმედ
ტერორისტებთან და ,,წითელ რაზმელებთან“;
3.
ნაწილბრივ
დასტურდება იოსებ(კობა) ჯუღაშვილის კავშირი ბოლშევიკების მიერ ჩადენილ ტერორისტულ და
ექსპროპრიაციულ აქტებთან.
გამოყენებული ლიტერატურა და მასალები:
1.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი
პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 704
2.
შინაგან
საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი),
ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 25
3.
შინაგან
საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი),
ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 310
4.
შინაგან
საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი),
ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 17
5.
შინაგან
საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი),
ფონდი 8, აღწერა 2-I, საქმე 11
6.
შინაგან
საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი),
ფონდი 8, აღწერა 6, საქმე 309, ვანო მაისურაძე, მოგონებები, გამოუცემელი ხელნაწერი
7.
შინაგან
საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი),
ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 554
8.
შინაგან
საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 855
9.
შინაგან
საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი),
ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 1116
10.
შინაგან
საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი),
ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 553
11.
საქართველოს
საისტორიო
ცენტრალური
არქივი, ფონდი 17, აღწერა 1, საქმე 7915
Joseph
Jugashvili (Stalin) and Terror
Summary
Joseph
Jugashvili (Stalin), son of Besarion, was born and spent peculiar part of his
life in Georgia.
The materials
unpublished till present as well as the documents kept in Historical Central
Archive of Georgia and in the foundations of Archive of Ministry of Internal
Affairs of Georgia explain in a new manner and show us not only the activities
of the parties participating in 1905-1907 revolution, but the revolutionary
activities and work of Joseph Jugashvili (Stalin) as well.
The mentioned
documents confirm active usage of terroristic methods and strategies for
fighting against the authority of the king by various parties and amongst both
parts of social-democratic party – Mensheviks and Bolsheviks. In addition,
according to the unpublished archival documents searched by us, when Joseph
Jugashvili (Stalin) was young and lived in Georgia, he was actively involved in
organizing the terroristic and expropriation activities of armed battles of
Bolsheviks – social-democratic party – against the authority of the king.